LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხარვეზების მიზეზებს აიტი სამსახური შეისწავლის” – გამყრელიძე განმარტავს, რა საშუალებებით შეუძლია მოსახლეობას აცრაზე დარეგისტრირება

56
BeFunky-collage (2)

კოვიდვაქცინის დაჯავშნისას საიტზე ამ ეპატზე ხარვეზი გამოსწორებულია და თუ მსგავსი ხარვეზი კიდევ იქნება, მის გამოსწორებაზე ასევე აიტი სამსახური იზრუნებს.ამის შესახებ ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ფეისბუქ-ლაივის დროს განაცხადა.

მისი თქმით, თუ ხარვეზი ასტრაზენეკას ვაქცინის დაჯავშნის დროსაც დაფიქსირდება, დაავადებათა კონტროლის ცენტრის აიტი-სამსახური მას აღმოფხვრის.

„მინდა მოსახლეობა დავამშბიდო, არავის დაეკარგება სინოფარმის აცრა და ვაქცინა დაეჯავშნებათ. ტექნიკასთან გვაქვს საქმე და სამწუხაროდ, ხდება. ვსწავლობთ ხარვეზის გაჩენის მიზეზებს. რამდენიმე თვეა ეს პორტალი მუშაობს და ამ ტიპის დაბრკოლება არ ყოფილა, ეს შესასწავლია“. – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ რეგისტრაციასთან დაკავშირებული რამდენიმე დეტალიც განმარტა და განაცხადა, რომ თუ ადამიანს ბოლო 120 დღის განმავლობაში გადატანილი აქვს კოვიდინფექცია, ბაზა ამას ავტომატურად დააფიქსირებს და მას ვაქცინის გაკეთების საშუალებას მხოლოდ ვირუსის დადასტურებიდან 120 დღის გასვლის შემდეგ მისცემს.

გამყრელიძის თქმით, მსგავსი პრინციპი მოქმედებს იმ პირების მიმართაც, ვინც ერთხელ უკვე აიცრა და ამის შემდეგ დაინფიცირდა – ასეთ პირებს მეორე დოზის გაკეთების საშუალება ვირუსის დადასტურებიდან 120 დღის გასვლის შემდეგ შეეძლებათ.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ჩამოთვალა ის გზები, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობას ვაქცინაციის დაგეგმვა და ორგანიზება შეუძლია.

„გარდა საერთო პორტალისა – booking.moh.gov.ge, რომელიც არსებობს, ამ პორტალის საშუალებით ხდება რეგისტრაცია ძირითადად აცრებზე, იმ სამ ვაცქინაზე, რომელიც დღეს ადმინისტრირდება ქვეყანაში: „ასტრაზენეკა“, „ფაიზერი“ და „სინოფარმი“ და ასევე პარალელურად შეიძლება დარეგისტრირება მოხდეს 15 22 ცხელი ხაზის საშუალებით, მათთვის, ვისაც არ აქვს წვდომა ინტერნეტთან ან შესაბამისი ჩვევები.

ამავე დროს მთელ რიგ სამედიცინო დაწესებულებებში ამცრელ კაბინეტებთან არის, ე.წ. ვირტუალური კაბინეტები, სადაც ცოცხალი რიგის საშუალებით ხდება მოსახლეობის ჩაწერა და ვაქცინაცია.

ამავე დროს მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ადამიანებს რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტთან მუშაობის ჩვევები, მათთვის წითელი ჯვრის დახმარებით, განსაკუთრებით რეგიონებში, განსაკუთრებით მოხუცებს, ისინი ეხმარებიან რეგისტრაციაში“. – განაცხადა გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g