LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაშურში ქმრის მიერ დაჭრილი ქალი მძიმე მდგომარეობით თბილისში გადაიყვანეს

236
179ab140f2ee45a86d7dbf408aa667dc

გუშინ ხაშურის ცენტრალურ ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის მიერ დაჭრილი ყოფილი ცოლი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით დღეს თბილისში გადაიყვანეს. ახალგაზრდა ქალს მუცლისა და გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული. ადგილობრივ საავადმყოფოში ქალს გუშინვე ჩაუტარდა სასწრაფო ქირურქგიული ჩარევა. ექიმების განმარტებით, მას ოპერაციის მსვლელობისას გული გაუჩერდა, თუმცა ქირურქის ჩარევით, რიტმის აღდგენა მალევე მოხერხდა.

ოპერაციის შემდგომ მდგომარეობას ექიმები აფასებენ, როგორც კრიტიკულს. პაციენტი ამ დროისათვის უკვე  თბილისში, ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფება.

ხაშურში ქმარმა ცოლი დაჭრა

შეგახსენებთ, რომ 24 წლის სალომე ჩიქოვანს სხეულის მრავლობითი დაზიანებები ყოფილმა ქმარმა მიაყენა. ბრალდებული სამართალდამცველებმა ადგილზევე დააკავეს. გამოძიება დაწყებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები