LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია ბუნიათიშვილი Cartier-ს ამბასადორი გახდა

459
xatiabuniatishvili2010

ცნობილი ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი სამკაულების ბრენდის Cartier ამბასადორი გახდა. ამის შესახებ თავად მუსიკოსმაც დაწერა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე და ბრენდის ოფიციალურ სოცქსელებშიც გამოქვეყნდა ინფორმაცია.

როგორც ხატია წერს: „ბედნიერი და გახარებული ვარ, რომ გავხდი ისეთი ლეგენდარული ბრენდის ამბასადორი, როგორიც არის Cartier”.

თავად Carier-ის გვერდზე კი ქვეყნდება ხატიას ფოტო, რომელიც ესტერ ჰაასემ გადაიღო და აღნიშნულია:

ხატია ბუნიათიშვილი, ცნობილი, როგორც ფრანგი და ქართველი პიანისტი, „კარტიეს: ახალი ამბასადორია. ჩვენი სახლი მოხარულია, რომ ასოცირებულია თანამედროვეობის ერთ-ერთ გამოჩენილ კლასიკოს მუსიკოსთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g