LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაზარაძის განცხადება არასერიოზული და ნაჩქარევია… მთავარია კლანი ჩამოშორდეს სასამართლოს – ელისაშვილი

46
aleko 44

„მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტებთან „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომელიც ოპოზიციას მოუწოდებს, ბოიკოტს მიმართონ, თუ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გაგრძელდება,  არასერიოზულს და ნაჩქარევს უწოდებს.

მისი თქმით, არც დემარშია პრობლემა, მაგრამ ჯერ ეს ნაადრევია და არასერიოზულია.

ამასთან, ელისაშვილისთვის “ნაჩქარევად და ფართხა – ფურთხით მოსამართლეების საკითხის გამოტანა” მიუღებელია.

მოსამართლეთა დანიშვნის შემთხვევაში ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს - ხაზარაძის ინიციატივა

„ეს არის უხეში დარღვევა იმ შეთანხმების, რომელზეც ჩვენ ხელი მოვაწერეთ“

“რა თქმა უნდა, მას უფლება აქვს რაც უნდა განაცხადოს, მაგრამ ჩვენც, პარტია მოქალაქეებს გვაქვს უფლება ისე მოვიქცეთ, როგორც საჭიროდ მიგვაჩნია და საჭიროდ მიგვაჩნია, რომ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით შევასრულოთ შეთანხმება, სადაც წერია, რომ რეფორმა უნდა განხორციელდეს. ჩვენ შემოვედით საარჩევნო რეფორმისთვის, იმისთვის, რომ სასამართლო დამოუკიდებელი გახდეს და არა დემარშების მოსაწყობად.

მთავარია ყველაფერი გავაკეთოთ, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი და კლანი, რომელიც რეალურია და არა მითიური, ჩამოშორდეს სასამართლოს. ასე ნაჩქარევად და ფართხა – ფურთხით მოსამართლეების საკითხის გამოტანა ამ მიზანს არ ემსახურება, ამდენად ჩემთვის მიუღებელია ეს პოზიცია, რომ ნებისმიერ ფასად ამას არ გავაჩერებთ და მოსამართლეების საკითხს შემოვიტანთ.

მიშელის დოკუმენტი და მხოლოდ ეს ხომ არაა ჩვენი ათი მცნება, ქვეყანას სჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო, რომ მოქალაქეები დაცულად გრძნობდნენ თავს და გამდიდრდეს ქვეყანა, რადგან სხვა შემთხვევაში ინვესტიციები არ ჩაიდება”, – განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციას მოუწოდა, რომ თუ მმართველი გუნდი მოსამართლეების დანიშვის პროცესს დაიწყებს, პარლამენტიდან გავიდნენ.

„თუ „ქართული ოცნება“ მოსამართლეების დანიშვის პროცესს დაიწყებს, მინდა სრულიად ოპოზიციას მოვუწოდო, რომ ჩვენ პარლამენტიდან გავალთ და „ქართული ოცნება“ დარჩებით მარტო“,- განაცხადა ხაზარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g