LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაზგასმით ვიტყვი, რომ არც შინაური და არც გარეული ცხოველებიდან კორონავირუსი არ გადადის – თბილისის ზოოპარკის დირექტორი

235
BeFunky-collage (8)

არც შინაური და არც გარეული ცხოველებიდან კორონავირუსი არ გადადის. ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ძალიან ხშირად, სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ თბილისის ზოოპარკის დირექტორმა განაცხადა. როგორც ზურაბ გურიელიძე ამბობს,  კორონავირუსთან მიმართებით ცხოველებზე განსაკუთრებული რეკომენდაციები არ გაცემულა.

მისივე თქმით, ბრონქსის ზოოპარკში დაფიქსირებული შემთხვევა არ უნდა გახდეს დასკვნების გამოტანის საბაბი.

ნიუ-იორკის ზოოპარკში ცხოველებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

„დაფიქსირებულია ერთადერთი ფაქტი, როდესაც ადამიანიდან ცხოველზე გადავიდა კორონავირუსი, ბრონქსის ზოოპარკში ვეფხვი, რომელსაც გადაედო მომვლელისაგან. სხვა არანაირი ინფორმაცია ცხოველებზე გადადების შესახებ არ არის. ითვლება, რომ ეს ვირუსი ცხოველებზე არ გადადის. ეს ერთადერთი შემთხვევა არის გამონაკლისი და არ შეიძლება გახდეს დასკვნების გამოტანის საბაბი.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ ყოფილა არც ერთი დადასტურებული ფაქტი იმისა, რომ ცხოველიდან გადასულიყო ადამიანზე. აქედან გამომდინარე, რაიმე განსაკუთრებული ზომები კორონავირუსთან მიმართებაში ცხოველებთან ურთიერთობისას საჭირო არ არის. შეგვიძლია ჩვეულებრივ გავაგრძელოთ ცხოველებთან ურთიერთობა. ხაზგასმით ვიტყვი, რომ არც შინაური და არც გარეული ცხოველებიდან კორონავირუსი არ გადადის. ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ძალიან ხშირად, სიმართლეს არ შეესაბამება. იყო ინფორმაციები, რომ ბელგიაში კატას გადაედო, ჰონგ-კონგში ძაღლს, არც ერთი ინფორმაცია სიმართლე არ არის“,- განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიუ იორკში ბრონქსის ზოოპარკში ვეფხვს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

ვეფხვს, სახელად ნადიას, ასევე მის დას, აზულს, კიდევ ორ ვეფხვს და სამ აფრიკულ ლომს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდათ. ცხოველებს მადა დაუქვეითდათ.ზოოპარკის ადმინისტრაციის ვარაუდით, მათ ვირუსი მომვლელისგან გადაედოთ, რომელიც ამ დრომდე უსიმპტომოა.

პოპულალურები