LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ-იორკის ზოოპარკში ცხოველებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

274
TAIGER

ამერიკაში კორონავირუსის ადამიანიდან ცხოველზე გადაცემის შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას abcNEWS ავრცელებს.

შემთხვევა ნიუ-იორკში, „ბრონქსის“ ზოოპარკში მოხდა.  

გამოცემის ცნობით, ვეფხვს გამოკვლევა მას შემდეგ ჩაუტარეს, რაც მასსა და ზოოპარკის კიდევ რამდენიმე ბინადარ ვეფხვსა და ლომებს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები დაეწყოთ.

 

ვარაუდობენ, რომ მათ ინფექცია მომვლელისგან გადაედოთ. ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, ცხოველები მადის დაქვეითების მიუხედავად, აქტიურები არიან.

ზოოპარკი საზოგადოებისთვის 16 მარტიდანაა დახურული.

ცნობისთვის, ადამიანიდან შინაურ ცხოველზე კორონავირუსის გადაცემის რამდენიმე ფაქტი ჰონგ-კონგსა და ბელგიაშიც დაფიქსირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები