LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელები გიკანკალებს… ლაჩარი ხარ! – თინა ბოკუჩავა მამუკა მდინარაძეს (ვიდეო)

294
yyy

ცოტა ხნის წინ, პარლამენტის შენობაში ერთმანეთს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დაუპირისპირდნენ. ბოკუჩავა მდინარაძისგან მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის საშვის დაშვებას ითხოვდა.

“გიკანკალებს ხმაც, ხელიც და სინდისიც… ლაჩარი ხარ,  არ ხარ მანდატის ღირსი. შენ ხარ ჭანჭიკი, ბიძინა ივანიშვილი კი მთავარი მატყუარა”, – მიმართა ბოკუჩავამ მდინარაძეს.

ბოკუჩავას კითხვაზე, რატომ არ შემოუშვეს მაჩალიკაშვილი პარლამენტში მდინარაძემ უპასუხა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს უფლება მოსალოდნელი პროვოკაციის შემთხვევაში არ შეუშვას პირი შენობაში.

მდინარაძემ ბოკუჩავას პროვოკატორი უწოდა და გარდაცვლილის სულით სპეკულირებაში დასდო ბრალი.

დაპირისპირება პარლამენტთან: მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა (ვიდეო)

მაჩალიკაშვილი რამდენჯერმე წაიქცა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.

დღეს დილით მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობაში დაცვამ არ შეუშვა. მაჩალიკაშვილს ბრიფინგის გამართვა სურდა, საიდანაც უმრავლესობის წევრებს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართავდა.

შეგახსენებთ, 28 იანვარს პროკურატურამ სპეცოპერაციისას მოკლული მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. მათი განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილი კავშირში იყო ტერორისტებთან, მას აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ესროლეს და მისი სახლიდან ხელყუმბარა ამოიღეს.

მალხაზ მაჩალიკაშილი „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები