LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლება გვეუბნება, მოვალ სპეცრაზმით და ყველანაირ უკანონობას ჩავიდენ… მოვა სპეცრაზმი, დამარტყამს, დავარტყამ: გიგი უგულავა

64
FORTUNA.GE- (5)

“პოლიტიკური ოპოზიციის პოზიცია ასეთია,  ჩვენ არ ვაპირებთ გავრილოვის ხარკის გადახდას. თუ ხელისუფლება ძალას გამოიყენებს, მას მოუწევს ფიზიკურად ბევრი ადამიანის დაპატიმრება, სანამ ამ უგუნურ საწადელს მიაღწევს.” – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ნიკა მელიასთვის შეფარდებული გირაო უკანონოა და ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ  წინააღმდეგობა სრული და პროპორციული იქნება.

აღარ ვაპირებ ამ გაუთავებელ “სამართლებრივ” ლაბირინთებში შეყოლას, გირაოს არ გადავიხდი: ნიკა მელია

უგულავა კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებაზე საუბრობს და ამბობს, რომ თუ სისტემა არ იცავს, თავი თვითონ უნდა დაიცვას:

“წინააღმდეგობა იქნება სრული და პროპორციული. მოვა სპეცრაზმი, დამარტყამს, დავარტყამ, რადგან ხელისუფლება გავიდა კანონის ფარგლებიდან, ხელისუფლება გველაპარაკება, რომ უნდა დაგაჩმოროთ, ხელისუფლება გვეუბნება, რომ მოვალ სპეცრაზმით და ყველანაირ უკანონობას ჩავიდენ.

როგორც საქართველოს მოქალაქეს, მაქვს კონსტიტუტციით მონიჭებული უფლება, რომ როდესაც მოძალადე მოდის და მეძალადება, როდესაც სახელმწიფო არ მიცავს და არ ასრულებს კანონიერ უფლებამოსილებას, როდესაც სახელმწიფო იქცევა მოძალადედ, მოქალაქემ თავი უნდა დაიცვას, ეს არის პრინციპი.” – აცხადებს უგულავა.

მან ნიკა მელიასთვის შეფარდებულ გირაოს გავრილოვის ხარკი უწოდა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გირაო უკანონოა და გამოსაძიებელია 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებში ბიძინა ვანიშვილისა და გიორგი გახარიას მონაწილეობა:

“უკანონოა გავრილოვის ხარკის გადახდა, უკანონოა ეს გირაო, უკანონოა 20 ივნისის გამოძიება, რადგან გამოსაძიებელია ივანიშვილისა და  გახარიას მონაწილეობა. გამოსაძიებელია იმ ადამიანების მონაწილეობა, ვინც ხალხს თვალები დასთხარეს. ამ ფონზე გვეუბენებიან, რომ გავრილოვს გადაუხადეთ ხარკი.

გავრილოვს ქართული საზოგადოება არ დაუჭერს მხარს და წინააღმდეგობას გაუწევს. ვინც ფიქრობს, რომ გავრილოვს ხარკი არ უნდა გადავუხადოთ, დავდგებით ერთად და წინააღმდეგობას გავუწევთ.” – თქვა უგულავამ.

ნიკა მელიას გირაო სინამდვილეში არის გავრილოვის ხარკი: გიგი უგულავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები