LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლება ნერვიულობს და არ არის დარწმუნებული გამარჯვებაში: გია ნოდია

76
maxresdefault

ბევრი აღარ რჩება საარჩევნო უბნების დახურვამდე. დღეს საქართველოს მოსახლეობა არჩევანს პოლიტიკურ პარტიებს შორის გააკეთებს და მაჟორიტარ დეპუტატებს აირჩევს.

საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაზე, გადაცდომებზე და მოლოდინებზე „ფორტუნასთან“ პოლიტოლოგი გია ნოდია საუბრობს.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების საკმაოდ მაღალი აქტივობა ფიქსირდება, ხაზს უსვამს ამ საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას.

„ყოფილა არჩევნები, რომელზეც უფრო მაღალი აქტივობაც იყო, მაგრამ განსაკუთრებით პანდემიის პირობების გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამომრჩეველი მიდის არჩევნებზე და იმედი აქვს, რომ მისი ხმა მნიშვნელოვანია. ეს ადასტურებს იმას, რომ მნიშვნელოვანი არჩევნებია“.

გია ნოდია გადაცდომებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ეს გარკვეულწილად მოსალოდნელიც იყო:

„არის სამწუხაროდ ძალადობის ეპიზოდები. ესეც სამწუხაროდ არ არის ჩვენი არჩევნებისთვის უცხო და გარკვეულად მოსალოდნელიც იყო, იმიტომ, რომ ფსონი ამ არჩევნებზე საკამოდ დიდია. როგორც ჩანს, ხელისუფლება, მიუხედავად ოპტიმისტური განცხადებებისა, ნერვიულობს და არ არის დარწმუნებული გამარჯვებაში. ესეც იგრძნობა და ასეთ დროს, როდესაც ფსონი მაღალია და არსებობს, ასე ვთქვათ, რეალური შანსი ხელისუფლების ცვლილებისა, ჩვეულებრივ იყენებენ სხვადახსვა საშუალებას. განსაკუთრებით, ასე ვთქვათ, მოხულიგნო ელემენტების გააქტიურება მაქვს მხედველობაში. ესეც გვინახავს მრავალჯერ და, სამწუხაროდ, დღესაც ვხედავთ“, – განაცხადა პოლიტოლოგმა.

კითხვაზე, როგორი მოლოდინი აქვს გია ნოდიას, დასრულდება თუ არა მიმდინარე არჩევნები მშვიდობიანად, მან უპასუხა:

„იმედი მაქვს, რომ – კი, მაგრამ გარანტია არ არსებობს. განსაკუთრებით დრამატული და მნიშვნელოვანი ეტაპი არის ხმების დათვლა და ამ დროს შესაძლებელია პროვოკაციები, გართულებები. ასეც ყოფილა. მე არ ველი, რომ რაიმე მასშტაბური ხასიათის დარღვევები იქნება ამ ეტაპზე, მაგრამ გამორიცხული არაფერი არ არის“.

დაბოლოს, იმ ფაქტზე, რომ ორივე პარტია, „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ ამზადებს სცენას გამარჯვების აღსანიშნავად, პოლიტოლოგი აცხადებს:

„გარკვეულად ეს მომზადება ბუნებრივია და ხდება მანამდე, სანამ ხმის მიცემა მიმდინარეობს. ორივე პარტიას უნდა გამარჯვების პროეცირება, ანუ საკუთარი ამომრჩევლის ამით გააქტიურება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები