ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი ხელისუფლების გუშინდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
მისი თქმით, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დღეს არსებული პრობლემა სწრაფად უნდა გადაიჭრას და ამისთვის, მოლაპარაკების მზადყოფნას გამოთქვამს.
“სწრაფად უნდა მოხდეს ამ პრობლემის გადაჭრა, რადგან მნიშვნელოვანია. ყველა პარტიის ლიდერს უნდა სიტუაცია განიმუხტოს და ყველაზე მთავარი გამოწვევაა მთელი ქვეყნისთვის.
ღია ვართ ჩვენ იმისთვის, რომ თუ ვინმეს სურვილი აქვს დაგველაპარაკოს. ველოდებით, რომ კოლაბორაცია გაგრძელდეს, როგორც მთავრობასთან, ასევე მედიასთან და ყველასთან მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის” – განაცხადა დეგნანმა.