LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხილი, ბოსტნეული, ხორცი და არა მონო დიეტას!“ – ენდოკრინოლოგი თამარ ხასაია CIVID19-ის პრევენციაზე

12700
dctrrnnnnwsss

როგორც დავიცვათ თავი CIVID19-ისგან ჯანსაღი კვების პრინციპების დაცვით და რა ტიპის გართულებები შეიძლება გამოიწვიოს კორონავირუსმა დიაბეტის მქონე პაციენტებში –  ამ თემაზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში ენდოკრინოლოგმა თამარ ხასაიამ ისაუბრა:

„მოგეხსენებათ, რომ შაქრიანი დიაბეტი ეს გახლავთ ქრონიკული დაავადება და მას CIVID19-ით გართულების გარეშეც, თან ახლავს ბევრი გართულება. ეს იქნება გულსისხლძარღვთა სისტემის, ნერვული სისტემის, თირკმლისა თუ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. რაც შეეხება დიაბეტიან პაციენტთან გამოვლენილ სიმპტომატიკას CIVID19-ით ინფირებისას, ეს მიმდინარეობს იმ სტანდარტული გართულებებით, როგორ არადიაბეტიან პაციენტებთან. გასათვალისწინებელია ის, რომ თვითონ დიაბეტის გამო პაციენტის ანამნეზი უკვე დატვირთულია. დიაბეტის არსებობა ისედაც მაღალ რისკს ქმნის გულსისხლძარღვთა სისტემის გართულების მხრივ და ამას დამატებული უკვე CIVID19-ით გამოწვეული გართულებები, ამძიმებს ამ პაციენტების მდგომარეობას.  ყველაზე გავრცელებული სიმპტომი, რაც CIVID19-ის გართულებას ახლავს თან, ეს არის ორმხრივი პნევმონია. ეს იქნება ახალი კორონავირუსით გამოწვეული, თუ სხვა ნებისმიერი ვირუსით გამოწვეული პნევმონია, ეს მონაცემი დიაბეტიანი პაციენტის მდგომარეობას ისედაც გვიმძიმებს.

პირველი, რაც უნდა გავითვალისწინოთ დიაბეტიან პაციენტთან, ესაა გლიკემიის დონე, ანუ ეგრეთ წოდებული შაქრის ციფრები უნდა იყოს იდეალურად კომპენსირებული. ამას ამ დაავადების გარეშეც უნდა აკეთებდეს პაციენტი, რომ მან გართულებები აირიდოს თავიდან. პაციენტმა არ უნდა მისცეს თავს უფლება მიიღოს საკვები, რომელიც ამას დაარღვევს, მოდი ამას შევჭამ და არაუშავს, შაქარი მალე ჩამოვა დაბლა, დაუშვებელია. კარგად კომპენსირებული დიაბეტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გართულებები ავიცილოთ. პრევენციისა და თავდაცვის საშუალება არის ერთადერთი – რაც შეიძლება ნაკლები კონტაქტი. პაციენტი არ უდნა გავიდეს ქუჩაში ნიღბისა და ხელთათმანის გარეშე.

რაც ეხება საკვებს და ჯანსაღი ცხოვრების წესს, კვება აუცილებელია იყოს მრავალჯერადი, 3-4 ჯერადი დღეში. ეს ეხება ყველას, საკვები უნდა იყოს მდიდარი  ხილით, ბოსტნეულით და ხორცით. განსაკუთრებით ამ პერიოდში არ შეიძლება თვითნებური დიეტები, რომელიც იმუნურ სისტემას კიდევ უფრო აქვეითებს. დიეტა ეს არის ჯანსაღი დაბალანსირებული კვება. მინდა სწორად გაიგოს მოსახლეობამ, მე არ ვამბობ, რომ დიეტა არ უნდა დავიცვათ. საკვები მდიდარი ბოსტნეულით, ხილითა და ხორცით – ეს არის სწორი და ბალანსირებული კვება და არავითარ შემთხვევაში მონოკომპონენტური დიეტა, რასაც ძალიან ხშირად თვითნებურად მიმართავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები