LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორბლის მარაგები მინიმალურია, უახლოეს რამდენიმე დღეში ის სამი წისქვილიც გაჩერდება, რომელიც მუშაობდა – ლევან სილაგავა

333
ipiccy_image (21)

„სამწუხაროდ, ხორბლის მარაგები მინიმალურია, დაახლოებით 10 დღის მარაგია დარჩენილი და უახლოეს რამდენიმე დღეში ის სამი წისქვილიც გაჩერდება, რომელიც მუშაობდა“,– ამის შესახებ „ბიზნეს ფორმულასთან“ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა აცხადებს.

მისივე ინფორმაციით, ბოლო თვეებია, ქვეყანაში ხორბალი მინიმალური რაოდენობით შემოდიოდა და შედეგად წისქვილები გაჩერებულია. როგორც სილაგავა აღნიშნავს, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია პრემიერთან შეხვედრას ითხოვს.

„თვეების განმავლობაში ვმუშაობდით სამუშაო ჯგუფში, რომელშიც შედიოდა ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები. გვქონდა წარდგენილი წინადადებები საგადასახადო რეჟიმების შეცვლასთან დაკავშირებით, რომლითაც ჩვენი აზრით გაუმჯობესდება სიტუაცია, თუმცა იყო აზრთა სხვადასხვაობა, შესაბამისად გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. ახლა წერილი შევიტანეთ პრემიერ-მინისტრთან. ერთადერთი გამოსავალი პრემიერთან შეხვედრა და ჩვენი წინადადების დაყენებაა“,- განაცხადა ლევან სილაგავამ „ბიზნეს ფორმულასთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები