პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, დავით ხიდაშელი, კრემლის დავალებების პირდაპირი შემსრულებელი და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის პარტნიორია.
„ევტუშენკოვი, რომელიც რუსული სატელეკომუნიკაციო კომპანიის სისტემის ხელმძღვანელი იყო, მასთან მმართველობაში 2007-2014 წლებში დავით ხიდაშელი მუშაობდა. ის ევტუშენკოვის კომპანიას ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ ევტუშენკოვი საბერძნეთში, ბერძნულ კომპანია “ინტრაკომს” ყიდულობს, რომელსაც ხიდაშელი ხელმძღვანელობს. პრაქტიკულად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევტუშენკოვმა ხიდაშელი საბერძნეთში, სატელეკომუნიკაციო სისტემის “ინტრაკომის” სამართავად მიავლინა.
სწორედ ამ კომპანიას, 2011-2012 წლებში, სირიაში, ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ, სირიის სანქცირების შემდეგ, სანქციების თავიდან არიდების მიზნით, სხვადასხვა კომპანიასთან აქვს კომუნიკაცია. კერძოდ, 2011-2012 წლებში, მათ სანქცირებულ ტექნოლოგიებს, საკომუნიკაციო სისტემებს და სამხედრო ვერტმფრენებზე დამონტაჟებულ სისტემებს, ანუ კონკრეტულად იმ სატელეკომუნიკაციო საშუალებებს აწვდიან, რომელიც ასადის რეჟიმს ხალხის ჟლეტვაში ეხმარებოდა.
ანუ, დავით ხიდაშელს, რომელიც დღეს საქართველოში მიწებს 50 წლით ყიდულობს, ტენდერებში იგებს და აბსოლუტურად სასათბურე პირობებშია, ჩვენ ის გვახსოვს ჯერ კიდევ ტყუილით დავით გარეჯის კამპანიიდან, ეს დავით ხიდაშელი არის კრემლის დავალებების პირდაპირ შემსრულებელი, კერძოდ, სანქციების თავიდან არიდების საკითხებში. რუსული სამხედრო ოპერაციების დროს, დავით ხიდაშელი ევტუშენკოვის და კრემლის მხრიდან მსგავსი საკითხებისთვის გამოიყენებოდა.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციას საელჩოებსაც მივაწვდით. ეს არის გამოძიება, რომელიც ბალკანელების მიერ არის ჩატარებული, არის აბსოლუტურად დადასტურებული, არის კონკრეტული მიმოწერები, რომელიც ადასტურებს და რა თქმა უნდა, ვეცდებით, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ეს „კრემლისტური“ ჯგუფი, რომელიც სისხლის მანქანებს ამარაგებს, სანქცირებულები იყვნენ,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.