დღეს, 7 ივნისს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბერძენიშვილის განცხადებები ერეკლე მეორესთან დაკავშირებით იყო შეტევა და შტურმი ეროვნულ იდენტობაზე.
ლევან ბერძენიშვილმა რა იცის ისტორია და მისი გააზრება? რომ არ იცის ზუსტად ამიტომ აკეთებს ამ განცხადებებს, – განაცხადა კობახიძემ.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის აღნიშნულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი და წერს:
“ჩემს ქალაქში დრო დამდგარა უსასრულო მარაზმის, კობახიძე ბერძენიშვილს ისტორიას ასწავლის…”, – წერს ხუხაშვილი.
კობახიძის განცხადებები ძმებ ლევან და დავით ბერძენიშვილებს ეხებოდა. მან პოლიტიკოს დავით ბერძენიშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან “იდენტობის შემარყევლები” უწოდა. ლევან ბერძენიშვილს კი ისტორიის ცოდნაც დაუწუნა.
იხილეთ ვრცლად:
ირაკლი კობახიძის დღეს ნათქვამი 5 ფრაზა, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა