ლევან ბერძენიშვილმა რა იცის ისტორია და მისი გააზრება? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქართველ ფილოლოგსა და პოლიტიკოს ლევან ბერძენიშვილთან დაკავშირებით განუცხადა.
ირაკლი კობახიძე ლევან ბერძენიშვილსა და მის ძმას – პოლიტიკოს დავით ბერძენიშვილს “იდენტობის შემარყევლებს” უწოდებს.
„ძალიან მარტივი ლოგიკაა ამ ყველაფერში. ეს არის მორიგი მცდელობა, რომ შტურმი მიიტანონ ჩვენს ეროვნულ იდენტობაზე, რაც პირველი არ არის. ეს დაწყებულია ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდნენ. გახსოვთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პირველი რასაც აკეთებდა, ეკლესიას, ეროვნულ იდენტობას, ღირებულებებს დაუპირისპირდა. ამის ჩვეულებრივი გაგრძელებაა ის შეტევა, რომელიც ახლა ჩვენი ქვეყნის დიდ წინაპრებზე ხორციელდება. არის რაღაცები, რასაც არ უნდა შეეხო, მათ შორის შეიძლება ვიღაცის დედას და მამას ჰქონდეს ნაკლოვანება, მაგრამ არ უნდა გამოხვიდე და თუნდაც ნაკლოვანებებზე საჯაროდ არ უნდა ისაუბრო. ლევან ბერძენიშვილმა რა იცის ისტორია და მისი გააზრება? რომ არ იცის ზუსტად ამიტომ აკეთებს ამ განცხადებებს“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე: ძმებ ბერძენიშვილებს აქვთ გამორჩეული ზიზღი ქართველი ხალხისა და ქვეყნის მიმართ