LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუმრობთ? ირაკლი ღარიბაშვილი დაქოქილი თოჯინაა – ”ქართული ოცნება” დამთავრებულია: ნიკა მელია

109
მელაკუდა

”ქართული ოცნება” დამთავრებულია, შემიძლია დავიფიცო”. – ასე ეხმაურება ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებას. მისი თქმით, ღარიბაშვილის პრემიერ -მინისტრად დანიშვნა პირდაპირ ნიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.

”ირაკლი ღარიბაშვილი დაქოქილი თოჯინაა. ეს ნიშნავს რომ ”ქართულ ოცნებასაც” მობეზრდა რომ იყოს ხელისუფლების მიმტაცებელი. ირაკლი ღარიბაშვილი რომ იყო პრემიერ-მინისტრი, რა გააკეთა? ხუმრობთ? ეს ნიშნავს, რომ ძალიან მალე ახალი არჩევნები ჩატარდება ქვეყანაში. ეს ნიშნავს რომ ბიძინა ივანიშვილის ადიუტანტი დანიშნეს პრემიერ-მინისტრად. ღარიბაშვილი ერთხელ როგორც პატარა ბავშვი ისე გაუშვა, დამთავრებულია ”ქართული ოცნება”,- განაცხადა მელიამ.

”ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები