LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუნდაძე: ჩავა თუ არა ბუჩაში პაპუაშვილი, თავად გასცემს პასუხს – ვიდრე უკრაინის მხარე ბინძურ ბრალდებებზე ბოდიშს არ მოიხდის, მსგავს საკითხებზე საუბარი არ უნდა იყოს

86
დიმიტრი ხუნდაძე

„პარლამენტის თავმჯდომარე ჩავა თუ არა უკრაინაში, კონკრეტულად ბუჩაში, ამას შალვა პაპუაშვილი თავად გასცემს პასუხს,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ხუნდაძე მიიჩნევს, რომ ვიდრე უკრაინის მხარე უკრაინის თავდაცვის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციასთან დაკავშირებით მტკიცებულებებს არ წარმოადგენს ან ბოდიშს არ მოიხდის, მსგავს საკითხებზე საუბარი არ უნდა იყოს.

როგორც ხუნდაძე ამბობს, საქართველო ყველაფრის მიუხედავად, უკრაინის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას გააგრძელებს.

„ჩემი პოზიციაა, რომ ვიდრე უკრაინის მხარე არ გააკეთებს განმარტებებს მათი დაზვერვის ბინძურ ბრალდებებზე, არ იქნება არგუმენტები ან წინააღმდეგ შემთხვევაში, არ იქნება ბოდიში, ვფიქრობ, ასეთ საკითხებზე საუბარი არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად მხარდაჭერას საქართველო აგრძელებს. მესმის მათი მძიმე მდგომარეობის, მაგრამ არსებობს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, რაც გარკვეულ წესებს მოითხოვს და აუცილებელია, რომ ეს წესები დაცული იყოს.“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის, უკრაინის დროებითი რწმუნებულის ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპაუაშვილს ბუჩაში ჩასვლის მოწვევა გაეგზავნა.

არ მინდა ჩვენი უკრაინელი პარტნიორების განცხადებებზე კომენტარი ვაკეთო, მათ ძალიან მძიმე განსაცდელი უდგათ, ომში არიან: ირაკლი ღარიბაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g