LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპაუაშვილს ბუჩაში ჩასვლის მოწვევა გაეგზავნა: უკრაინის დროებითი რწმუნებული

162
შალვა პაპუაშვილი

საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრი კასიანოვის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო მიწვევა, თავად ჩავიდეს უკრაინის ქალაქ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახოს ომის დანაშაულები.

ამის შესახებ ანდრი კასიანოვმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, მსოფლიო თანამეგობრობა დგას არჩევანის წინაშე – მოისმინოს მოსკოვის ულტიმატუმები და სიცრუე ან ააშენოს ისეთი უსაფრთხოების სისტემა, რომ არცერთი სახელმწიფო არ შეეცადოს თავს მოახვიოს თავისი ცრუ ხედვა მთელ მსოფლიოს.

„დღეს მსოფლიომ ნახა და დაგმო სამხედრო დანაშაულები ბუჩაში. თქვენ გეცოდინებათ, რომ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ბატონმა სტეფანჩუკმა მიმართა ყველა პარლამენტარს, ჩავიდნენ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახონ ეს დანაშაულები. შესაბამისი მიწვევა მიიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა“, – განაცხადა ანდრი კასიანოვმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g