LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ხუთივე ერთად ისევ დავგდგებით სცენაზე” – გარი ბარლოუმ Take That-ის დაბრუნება დააანონსა

120
news2021

ბრიტანელმა მუსიკოსმა გარი ბარლოუმ ჟურნალ „მირორს“ გულახდილი ინტერვიუ მისცა. ლეგენდარული ბოიბენდის, Take That-ის ვოკალისტმა და ამჯერად პროექტ „იქს ფაქტორის“ ჟიურის წევრმა აღიარა, რომ მალე მის კარიერაში გარდამტეხი ეტაპი დაიწყება. ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა უახლოეს მომავალში სიახლეებს Take That-ისგან, ბარლოუ ამბობს, რომ უნდა ველოდოთ: „დიახ, მე მჯერა, რომ ეს მალე მოხდება და ჩვენ, ხუთივე ერთად, ისევ დავგდგებით სცენაზე“ – დასძენს მუსიკოსი. ამ დრომდე სხვა დეტალები არ ხმაურდება.

შეგახსენებთ, რომ ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ბრიტანული ბოიბენდი Take That   1989 წელს შეიქმნა. ჯგუფის ანგარიშზე 8 ალბომია, რომელიც სხვადასხვა დროს წამყვანი ჩარტების ლიდერები იყვნენ. 1996 წელს ჯგუფი რობი უილიამსმა დატოვა, მოგვიანებით კი – ჯეისონ ორენჯმა. ამჯერად ჯგუფი სამკაციანი შემდგენლობით განაგრძობს მუშაობას, უცვლელ წევრებს შორის არიან გარი ბარლოუ, ჰოვარდ დონალდი და მარკ ოუენი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები