LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ, ამნისტიის კანონპროექტი დიდი ალბათობით არ დარეგისტრირდება – ჯაფარიძე

100
20201028175818

ხვალ, დიდი ალბათობით, ამნისტიის შესახებ კანონის დარეგისტრირება არ მოხდება. ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ჯაფარიძე განმარტავს, ხვალ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციონერები საკანონმდებლო ორგანოში შევლენ მხოლოდ იმისთვის, რომ გიორგი რურუას შეწყალების აქტი გამოიცეს:

„ჩვენ ხვალ პარლამენტში დავრეგისტრირდებით, იმისთვის, რომ ამოქმედდეს პრეზიდენტის შეწყალების აქტი რურუასთან მიმართებაში, რომ ერთმა ადამიანმა საპატიმრო დატოვოს. ამის შემდეგ კონსულტაციებს გავაგრძელებთ ამნისტიის შესახებ კანონთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ვნახოთ არსებობს თუ არა შეჯერების შესაძლებლობა. მაგრამ ხვალ კანონპროექტის დარეგისტრირება დიდი ალბათობით არ მოხება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g