LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ ბათუმში მარში იქნება, „კომენდანტის საათს“ ისევ დავარღვევთ – მაქარაშვილი

139
FB-IMG-1575544754031

ხვალ, 5 აპრილს მოძრაობა #სირცხვილია ბათუმში აქციას გამართავს და კომენდანტის საათს კიდევ ერთხელ დაარღვევს. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნასთან ერთად, ისინი ბათუმის ორგანიზაციაში პოლიციის შესვლას გააპროტესტებენ.

„ქვეყანაში უკვე პირდაპირ გვეუბნებიან, რომ პროტესტი აღარ უნდა შედგეს. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, ეს ჩვენი კონსტიტუციით მონიჭებული უფლებებია, რომელსაც ხელისუფლება პირდაპირ არღვევს და ამის ნათელი მაგალითია გუშინდელი დღე.

ჩვენ არცერთი წამით აღარ დავუშვებთ იმას, რომ ახლადგახსნილ ოფისში პირველივე ღონისძიებაზე შევარდეს პოლიცია და ისე მოიქცეს, როგორც თვითონ უნდა, შემდეგ ძალის გადამეტებით დააკავოს აქტივისტები ისე, რომ არც განუმარტოს რას ერჩის…

ხვალ აუცილებლად იქნება იგივე მარში, ხვალ აუცილებლად ისევ დავარღვევთ კომენდანტს“.- განაცხადა მაქარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები