LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

101
avtobusi

ხვალიდან, 19 სექტემბრიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე აღდგება მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა ამ ეტაპზე არ მოხდება. ამასთან, ნარჩუნდება წერტილოვანი შეზღუდვები და რეგულაციების მოხსნა ეტაპობრივად განხორციელდება.

,,საქალაქთაშორისო ტრანსპორტის და სხვა შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საზოგადოებას დამატებით ეცნობება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ცნობისთვის, აჭარაში დღეს, 18 ოქტომბერს, კორონავირუსის 343 შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისათვის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 630 პაციენტი, მათ შორის არასრულწლოვნები და ორსულები.კოვიდ სასტუმროებში 984 პირი იმყოფება.

ვითარება პრაქტიკულად საგანგაშოა, უნდა ვთქვათ ეს სიტყვა და მივიღოთ: ენდელაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები