LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან ქუთაისი და ბათუმი გაიხსნება

172
94881764-2541813472587303-4082831924878376960-o

პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ხვალიდან, 5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში შესვლა-გამოსვლა შესაძლებელი გახდება. გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ გადაადგილების შეზღუდვა არ მოიხსნება თბილისსა და რუსთავში, თუმცა ამ ქალაქებშიც საკითხი კვირის ბოლომდე სავარუდოდ დადებითად გადაწყდება.

“ხვალიდან, 5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება. თბილისსა და რუსთავშიც უახლოეს დღეებში იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე. იმედი ვიქონიოთ, რომ საკითხი კვირის ბოლომდე დადებითად გადაწყდება”, – აცხადებს გახარიამ.

პოპულალურები