იტალიის ჩემპიონატის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის 2022/23 წლების სეზონის, სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელია.
ხვიჩა კვარაცხელია პირველივე სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და 33 წლიანი პაუზის შემდეგ „ნაპოლის“ ჩემპიონობაში უდიდესი როლი ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ბოლო ტურის წინ ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ასისტენტების დავაში ლიდერობს – საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 10 საგოლე პასი შეასრულა და უახლოეს კონკურენტებს 2 პასით უსწრებს.
ცნობისათვის, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ წელს, ბათუმის დინამოდან 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, ამჟამად კი ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება „ტრანსფერმარკეტის“ ცნობით 85 მილიონი ევროა.
The best of the best ?
Kvaratskhelia is the Player of the Season in Serie A ?
A standout debut season which earns him…
Posted by Lega Serie A on Friday, 2 June 2023