LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩია: „ფეხბურთის ენაზე რომ ვთქვათ, „ოცნებამ“ მყესები გაიწყვიტა და სად არის „ნაციონალური მოძრაობა“, რატომ არ ცდილობენ გოლის გატანას?“

169
xvichia-2022-09-20_12-53-22_068508

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, არასდროს ყოფილა პრორუსული ხელისუფლება, რომელიც თვითონ აღიარებდა, რომ პრორუსული იყო.

ამასთან, როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იაგო ხვიჩიამ აღნიშნა,  „ნაციონალური მოძრაობის“ ქცევა უმყარებს რწმენას, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებული არიან.

„რა ხდება ამ დროს საქართველოს პარლამენტში, სად არის „ნაციონალური მოძრაობა“, რატომ არ არის დღეს „ნაცმოძრაობის“ არც ერთ დეპუტატი, რატომ არ იყენებენ ამ უპირატესობას, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ თავად, ფეხბურთის ენაზე რომ ვთქვათ, მყესები გაიწყვიტა არაფრისგან. რატომ არ იყენებს ამ უპირატესობას? რატომ არ ცდილობს გოლის გატანას? სად არიან? ეს მიმყარებს რწმენას, რომ ესენი შეთანხმებული არიან, მაშინ როდესაც ყველაზე მეტად უჭირს „ქართულ ოცნებას“, ძალას იკრებს, ერთმანეთს ამხნევებენ, თითქოს არაფერი მომხდარა. სტუდენტებს აკრიტიკებენ და ემუქრებიან, რომ ყველას ამოგიცნობთ, ვიცით თქვენი წარსული, დაუსჯელი არავინ დარჩებით. დღესვე შემოაქვთ ჯარის კანონი, სადაც იმ ხალხს, რომლებიც აქციაზე აქტიურობდნენ, შერჩევითად ჯარში გაუშვებენ ან დაემუქრებიან ჯარში გაშვებით.

სად არის ოპოზიცია? რისთვის აირჩია „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხმა, იმისთვის ხომ არა, რომ ამ დროს „ქართულმა ოცნებამ“ თავი კომფორტულად არ იგრძნოს. იმ დროს ხომ არა, ახლა ნაუცბადევად შემოგდებული კანონი დღის ბოლომდე ვერ დაამტკიცონ და ოპოზიციამ ამის წინააღმდეგ საბრძოლველად ყველაფერი გააკეთოს.

თუ რამე არის ქვეყნის ინტერესების ღალატი – ქვეყნის ინტერესების ღალატია, როცა შეგიძლია, მოთოკო ხელისუფლების აღვირახსნილობა, თავგასულობა და ამას არ აკეთებთ. ქვეყნის ღალატია, როცა გესმის რამდენად მნიშვნელოვანია, ამ საინტერესო ეპოქაში სწორი ნაბიჯების გადადგმა, ლაპარაკი ერთმანეთთან და ამას არ აკეთებ. სწორედ ეს არის ამ პარლამენტის მათვრი პრობლემა, ჩვენ ერთმანეთთან ლაპარაკი ვერ გავბედეთ, რადგან ჩვენ არ გვინდა, პოლიტიკოსობა. ჩემი კოლეგები არ მოძრაობენ იმ სტიმულით, რაც პოლიტიკოსებს ამოძრავებთ, ჩემი კოლეგები მოძრაობენ დაქირავებული თანამშრომლის სტიმულით, რომლებიც მზად არიან, უფროსის ნებისმიერი ბრძანება შეასრულონ, მიუხედავად იმისა, თავად რა ჰგონია სწორი და არასწორი“, – განაცხადა ხვიჩიამ.

„ნუ ყაყანებ, გადი აქედან“, „ქალბატონო ხატია, შეგახსენებთ, თქვენ ბოიკოტში ხართ“ – ხატია დეკანოიძესა და „ქართული ოცნების“ წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ხათუნა სამნიძე დაჩი ბერაიას: „კიდევ ერთხელ გაიმეორებ „ფულს რაში იღებო“ და ვერ გადამირჩები – შე საცოდავო, ავადმყოფო, ოროსანო, წიგნი წაიკითხე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები