LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩია: „რა ეზეიმებათ?! „ნაცმოძრაობის“ წევრები შავებში ჩაცმული უნდა დადიოდნენ და არა ტაშ-ფანდურს აწყობდნენ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლის თავზე“

198
BeFunky-collage (6)

„ნაცმოძრაობის“ წევრები შავებში ჩაცმული უნდა დადიოდნენ და ლიდერის თავისუფლების აღკვეთას გლოვობდნენ და არა ტაშ-ფანდურს აწყობდნენ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლის თავზე. რა ეზეიმებათ?! – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მორალურად, რამდენად სწორია „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავის აღნიშვნა.

„უცნაურია, როცა ბელადი ციხეში ზის და შენ ზეიმობ, გინდა „ვარდების რევოლუციის“ დღესასწაული იყოს, გინდა აღდგომა, გინდა ახალი წელის, გინდა დაბადების დღე. ჩემი აზრით, „ნაცმოძრაობაში“ ზეიმი საერთოდ შეჩერებული უნდა იყოს, სანამ მიხეილ სააკაშვილი ციხეში ზის. რა ეზეიმებათ?! ისინი ახლა შავებში ჩაცმული უნდა დადიოდნენ და გლოვობდნენ ლიდერის თავისუფლების აღკვეთას და არა ის, რომ ტაშ-ფანდურს აწყობდნენ 20 წლის თავზე თითქოს რამე საზეიმო ჰქონდეთ. მე მათ ადგილას ასე მოვიქცეოდი“, – განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის 20 წლისთავთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეკრებას აპირებს.

„23 ნოემბერს ვაპირებთ დიდ შეკრებას, ვლინდება ხელშეშლა სახელმწიფოს მხრიდან, გააფთრებულ წინააღმდეგობას გვიწევენ ღირსეულად აღვნიშნოთ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლის თავი“ – კირკიტაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g