LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პროსერვისი“ – მასშტაბური კიბერშეტევის მოგერიება ამ წუთებშიც მიმდინარეობს

190
20190307175939

ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევის მოგერიება ამ წუთებშიც მიმდინარეობს, – ამის შესახებ განცხადებას კომპანია „პროსერვისი“ ავრცელებს.

„დღეს, 28 ოქტომბერს, გამთენიისას საქართველოს კიბერსივრცეზე განხორციელდა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერთავდასხმა. თავდასხმის ერთ-ერთი ადრესატი კომპანია „პროსერვისის“ მფლობელობაში არსებული სასერვეროა, სადაც განთავსებულია სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და მედია ორგანიზაციების ვებგვერდები. თავდასხმის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა კომპანია „პროსერვისის“ სერვერებზე განთავსებული დაახლოებით 15,000 ვებგვერდი.

პრობლემის აღმოჩენისთანავე, კომპანია „პროსერვისი”, შინაგან საქმეთა სამინსტროსთან და დარგის წამყვან ექსპერტებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს პრობლემის სრულ აღმოფხვრაზე. 28 ოქტომბრის, დღის 20:00 საათის მდგომარეობით, აღდგენილია კომპანიის კუთვნილ სერვერებზე განთავსებული ვებგვერდების 50%-ზე მეტი.

კომპანიაში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა პრობლემის აღმოსაფხვრელად. პროცესი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება და ვებგვერდების აღდგენა ხვალ დღის ბოლომდე იგეგმება.

კომპანია პროსერვისი დიდ ბოდიშს უხდის ყველა მის კუთვნილ სერვერებზე განთავსებული ვებგვერდის მფლობელებს და მადლობას უხდის ყველას ამ რთულ წუთებში თანადგომისა და დახმარებისთვის“, – აღნიშნულია „პროსერვისის“ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები