LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ერთი სივრცე თბილისის ისტორიულ ზონაში – დარეჯანის სასახლის რეაბილიტაცია იწყება

548
56c680

16 თვე და 2 მილიონ ლარზე მეტი – ეს ის დრო და თანხაა, რაც დარეჯანის სასახლის რეაბილიტაციას დასჭირდება. პროექტის განხორციელებას თბილისის მერია იწყებს.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ამ პროექტით კიდევ ერთი სივრცე შეიქმნება ქალაქის ცენტრში, ისტორიულ ზონაში.

„რამდენიმე დღეა დარეჯანის სასახლის რეაბილიტაცია დავიწყეთ. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ძეგლის სტატუსის მქონეა. ამიტომაც მისი გალამაზება და მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პროექტის განხორციელებას ჯამში, სავარაუდოდ, 16 თვე დასჭირდება და მისი სავარაუდო ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია. ამ პროექტის ფარგლებში მოხდება ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობა, რეაბილიტირდება ერეკლე მეფის აბანო და გალავანი. გარდა ამისა, განხორციელდება ფერიცვალების ეკლესიის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები, რომელიც, დაახლოებით, 52 ათასი ლარი ჯდება. მწვანე სივრცე მთლიანად იქნება გალამაზებული და ამის შემდეგ კიდევ ერთი სივრცე შეიქმნება ქალაქის ცენტრში, ისტორიულ ზონაში,”- განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები