LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი, მაგრამ, ის კარგი, რაც არის, კანონის დაცვა, არ გვინდა, არ გამოვა ასე… არავის აქვს უფლება, პოლიციელს შეაფურთხოს, ქვა ესროლოს” – კახა კალაძე

121
კახა კალაძე

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე გუშინ გამართულ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ „არავის აქვს უფლება, პოლიციელი შეურაცხყოს”.

კალაძის განცხადებით, ეს არის ექსტრემიზმი, რომელსაც კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება:

 „ჩვენ ხომ ევროპა და ევროპული მომავალი გვინდა და ამისთვის ვიბრძვით. აბა, ნახეთ, ევროპულ განვითარებულ ქალაქებში, მაგალითად პარიზის, გერმანიის, იტალიის მაგალითები რომ მოვიყვანოთ, როდესაც პოლიციელს უპირისპირდებიან, რა რეაგირება მოსდევს ამას. ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი, მაგრამ ის კარგი, რაც არის, კანონის დაცვა, არ გვინდა, არ გამოვა ასე. არავის არ აქვს უფლება, პოლიციელს შეაფურთხოს, ქვა ესროლოს, ეს არ არის სწორი და ევროპული ქმედებები და ევროპული დამოკიდებულებები. ეს არის რადიკალიზმი, ექსტრემიზმი და რა თქმა უნდა, ყველა გადაცდომას კანონის ფარგლებში მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“- განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე: „ყველაფერი გაკეთდება, რათა ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე“

თბილისის მერმა აქციაზე კონკრეტულ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს სამარცხვინო უწოდა:

„რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერს აკეთებენ. აქციაზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც გამოხატავდნენ მშვიდობიანი გზით თავის პროტესტს, შეხედულებას. შეიძლება ვიღაცა რაღაცაში არ ეთანხმებოდეს ხელისუფლებას, ეს მისი უფლებაა, პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი გზით. მაგრამ, ის, რაც გუშინ ვიხილეთ გარკვეული ჯგუფების მხრიდან, ვიცით, ვინც დგას ამ ჯგუფების უკან, საიდან ფინანსდებიან, ვინ არის დონორი ორგანიზაციები, ყველაფერი ცხადია და ნათელია. ძალიან სამარცხვინო იყო ჟურნალისტებზე თავდასხმა. ზოგადად, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და ყოველთვის შევეწინააღმდეგები ყველანაირ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს“ – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

„მტკივნეულია იმის ყურება, როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველას, თვით პოლიციიის კეთილდღეობისთვისაც კი“ – ილია თოფურია

ხვიჩა კვარაცხელია: საქართველოს გზა ევროპაშია.. ევროპული გზა გვაერთიანებს!! წინ ევროპისკენ!! მშვიდობა საქართველოს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები