LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „ყველაფერი გაკეთდება, რათა ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე“

111
კახა კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები მაქსიმალურად მობილიზებული არიან და ყველაფერი გაკეთდება, რათა ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე.

ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დევი ჭანკოტაძის მიერ პარლამენტში ნათქვამის საპასუხოდ, რომლის თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება ქვეყანაში „ძალიან ცუდ მოვლენებს გამოიწვევს“.

„ძალიან სახიფათო განცხადება იყო. ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით იყო აქცენტი გაკეთებული. ასეთი განცხადებების მოსმენა, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა, თუმცა ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყველა მაქსიმალურად მობილიზებულია და ყველაფერი გაკეთდება, რათა ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე, მშვიდობა. ცხადია, რადიკალურ ჯგუფებს აქვთ სურვილი, ქვეყანაში გამწვავდეს არსებული მშვიდი მდგომარეობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, მაგრამ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

„იცით, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ყველას აქვს უფლება, გამოხატოს თავისი მოსაზრება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, კანონის ფარგლებში, თუნდაც გამოსვლით, მიტინგით. ეს პრობლემას არ წამოადგენს, მაგრამ ისეთი ფაქტები, როდესაც შენ პოლიციელს აგინებ, აფურთხებ, ქვებს ესვრი, კატეგორიულად მიუღებელია და ამას ყოველთვის მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება“, – თქვა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები