LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ კარგი, გვყავს ისეთი მეგობრები, რომლებიც ცდილობენ მაგიდასთან დაგვსვან – ელისაშვილი დანიელსონის დაბრუნებაზე

78
aleko da danieli

„მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდნეტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის საქართველოში დაანონსებული ვიზიტის კომენტირებისას აღნიშნა, რომ „გაგვიმართლა , რომ  ქვეყანას ჰყავს ასეთი მეგობრები, რომლებიც არ გვაძლევენ საშუალებას, რომ ერთმანეთი ბოლომდე დავჭამოთ, ქვეყანა შუაზე გავგლიჯოთ და ჩიხში შევიყვანოთ.

მისი თქმით, აქვს იმედი, რომ ამ ჯერზე მოლაპარაკება შედეგით დასრულდება და არა “ხელის გადაწევის” სურვილით.

„კიდევ კარგი, გვყავს ისეთი მეგობრები, ამ შემთხვევაში ევროკავშირის სახით, რომლებიც ცდილობენ მაგიდასთან დაგვსვან – ჩვენი ეს შეუთანხმებელი წახნაგები როგორმე დაამრგვალონ და შეთანხმებამდე მიგვიყვანონ. მადლობა ამისთვის. იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებები ამ ჯერზე მაინც შედეგით დასრულდება და საზოგადოებაში ისევ ის დიდი იმედგაცრუება არ იქნება. ყველამ კარგად უნდა გავიზაროთ, რომ ჩვენს ზურგსუკან არის ხალხი და შევწყვიტოთ ამ ქვეყნის ჯანჯღარი.

„რადგან მე ასე მინდა, ასე უნდა მორჩეს“, ეს ასე არ ხდება. ხელის გადაწევა არ არის მოლაპარაკებები, მოლაპარაკება უნდა დასრულდეს შეთანხმებით და არა იმით, რომ იქ ვიღაცამ ვიღაცა დაჯაბნოს და ხელი გადაუწიოს”, – განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, კრისტიან დანიელსონი მზადაა  ხელისუფლებისა და ოპოზიციის შესარიგებლად საქართველოში კვლავ დაბრუნდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g