კიევის ალყა არის ურთულესი, ამას ორი-სამი არმია სჭირდება, – ამის შესახებ რუსეთ-უკრაინის ომში, კიევიზე შესაძლო ალყასთან დაკავშირებით, „ჯეოქეისის“ მრჩეველმა, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალ-მაიორმა (გადამდგარი)ვახტანგ კაპანაძემ რადიო ფორტუნას გადაცემა “დღის თემის” ეთერში განაცხადა.
მისი განცხადებით დასაზუსტებელია, რას ეძახის ბრიტანული დაზვერვა ალყას.
“თუ ამაში იგულისხმება გარკვეულწილად ბლოკირება და საცეცხლე ზემოქმედება, ეს შეუძლია რუსეთს. ამის შესაძლებლობა აქვს” – აცხადებს კაპანაძე.
თუმცა, როგორც გენერალ მაიორი აცხადებს, 840 კვადრატული კილომეტრის ქალაქის ალყა, იმ ძალებით რომელიც ჩრდილოეთში აქვს განლაგებული, ნაკლებად რეალურია. “მითუმეტეს მას შემდეგ, რაც 70 კილომეტრითაც კი დაახევინეს უკან რუსებს ჩრდილო-აღმოსავლეთს მისადგომებთან.”
“რუსეთი შეეცდება მეორე ტალღის განხორციელებას, მოახდენს გადაჯგუფებას და მოახდენს მეორე ფართომასშტაბიან მოქმედებას და ფოკუსირებული იქნება სამხრეთ-აღმოსავლეთით. ხოლო ჩრდილოეთში შეეცდება შეაჩეროს უკრაინის დანაყოფები.” – განაცხადა „ჯეოქეისის“ მრჩეველმა ვახტანგ კაპანაძემ.
მარიუპოლი დღეს არის პოლიტიკური ვაჭრობის ძირითადი ფაქტორი: ვახტანგ კაპანაძე
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine – 21 March 2022
Find out more about the UK government's response: https://t.co/o31FnBRw3w
🇺🇦 #StandWithUkraine pic.twitter.com/reAkTEnHFj
— Ministry of Defence 🇬🇧 (@DefenceHQ) March 21, 2022