LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლაპარაკებები რეალურ შედეგს არ მოიტანს – ვახტანგ კაპანაძე რუსეთ-უკრაინის ომზე

104
ვახტანგ კაპანაძე2

რა მიზანი აქვს მოლაპარაკებებს რუსეთ – უკრაინას შორის და რა კონკრეტული შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ დიალოგს – ამის შესახებ „ჯეოქეისის“ მრჩეველმა, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალ-მაიორმა (გადამდგარი) ვახტანგ კაპანაძემ რადიო ფორტუნას გადაცემა “დღის თემის” ეთერში ისაუბრა.

“დღეს ომი აღარ წარმოადგენს პოლიტიკის გაგრძელებას. დღეს ომი აღატაკებს პოლიტიკას.”

კაპანაძის განცხადებით, დღეს მომსწრე ვართ მსოფლიო ომის ლოკალურ თეატრში. მისი თქმით მოლაპარაკებები რეალურ შედეგს არ მოიტანს.

“მოლაპარაკებები არის პოზიციების გაცნობის მცდელობა უფრო მეტად ვიდრე რეალური შედეგის მოლოდინი.” – აღნიშნავს „ჯეოქეისის“ მრჩეველი ვახტანგ კაპანაძე.

უკრაინაში ომის 26-ე დღეს, რუსეთ-უკრაინა შორის მოლაპარაკებებსი მეხუთე რაუნდი გაიმართა, უკრაინულ მხარეს დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა საათნახევრიანი დიალოგის შემდეგ, დავით არახამიამ განაცხადა რომ მუშაობას შიდა ჯგუფებში გააგრძელებენ.

მარიუპოლი დღეს არის პოლიტიკური ვაჭრობის ძირითადი ფაქტორი: ვახტანგ კაპანაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები