LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიუპოლი დღეს არის პოლიტიკური ვაჭრობის ძირითადი ფაქტორი: ვახტანგ კაპანაძე

166
ვახტანგ კაპანაძე1

“ფაქტობრივად მარიუპოლთან ბრძოლები არის მომენტი, რომლის დროსაც ორივე მხარე ცდილობს მოლაპარაკებებზე ძლიერი მხარით მივიდეს.” – ამის შესახებ “ჯეოქეისის მრჩეველმა, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ რადიო ფორტუნას გადაცემა “დღის თემის” ეთერში განაცხადა.

მისი განცხადებით მარიუპოლის დაკარგვა უკრაინისთვის ნიშნავს აზოვის ზღვის დაკარგვას, ხოლო რუსეთისთვის მარიუპოლის აღება ნიშნავს საბოლოო დერეფნის გაყვანას რუსეთიდან ყირიმამდე.

ვახტანგ კაპანაძის განცხადებით მარიუპოლთან ბრძოლები მნიშვნელოვანია უპირველესყოვლისა პოლიტიკური თვალსაზრისით.

“მარიუპოლი დღეს არის პოლიტიკური ვაჭრობის ძირითადი ფაქტორი.

რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების მოლოდინი არ უნდა იყოს ფუჭი მოლოდინი, ეს ხანგრძლივი პროცესია და ის გაიწელება”, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ, გადამდგარმა გენერალ-მაიორმა რადიო “ფორტუნას” ეთერში.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა დღეს განაცხადა, რომ მარიუპოლის დამცველთა თავგანწირვისა და სიმამაცის წყალობით უკრაინაში გადარჩა ათასობით ადამიანის სიცოცხლე.

კიევის ალყა არის ურთულესი, ამას ორი-სამი არმია სჭირდება – ვახტანგ კაპანაძე უცხოური დაზვერვის ინფორმაციაზე

ეჭვი მეპარება, რომ უკრაინა სრულ გამარჯვება მოიპოვებს, ვინაიდან რუსეთი შეეცდება უკვე დაკავებული ტერიტორიები თავისი კონტროლის ქვეშ დაიტოვოს: ვახტანგ კაპანაძე

მოლაპარაკებები რეალურ შედეგს არ მოიტანს – ვახტანგ კაპანაძე რუსეთ-უკრაინის ომზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები