რუსეთის ჯარების მიერ კიევის სატელევიზიოა ნძაზე თავდასხმისას ჭურვი ჰოლოკოსტის მემორიალსაც მოხვდა. ინფორმაციას BBC-ი პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ანდრი ერმაკმა სოციალურ ქსელში დაწერა , რომ რაკეტა მოხვდა ასევე ანძის გვერდით მდებარე „ბაბი იარის“ მემორიალს, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინის ოკუპაციისას გერმანიის ჯარებმა მასობრივად დახვრიტეს მშვიდობიანი მოსახლეობა.
„პუტინს სურს, ჰოლოკოსტით მანიპულირება მოახდინოს სუვერენულ სახელმწიფოში უკანონო შეჭრის გასამართლებლად. სიმბოლურია, რომ მან კიევზე იერიში იმ ადგილით დაიწყო, სადაც ნაცისტებმა ყველაზე დიდი სისხლის ღვრა მოაწყვეს.
გვინდა შევახსენოთ რუსეთის ხელისუფლებას, რომ კიევი, ხარკოვი, ხერსონი, მარიუპოლი და სხვა უკრაინული ქალაქები ბოლოს სწორედ ნაცისტური გერმანიის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს დაიბომბა. ახლა კი, ეს ქალაქები პუტინის ხელში იწვის, უკრაინელი ხალხის “დენაფიციკაციის” ცრუ საბაბით“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მომხდართან დაკავშირებით გავრცელდა.
კიევის სატელევიზიო ანძის მიმდებარედ მომხდარ აფეთქებებს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: