LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევში 119 არალეგალი მიგრანტი, მათ შორის ქართველები დააკავეს

140
1564824218-У-столиці-правоохоронці-виявили-на-ринку-понад-100-нелегальних-мігрантів.fnaohb249611304e24f2eb5ae154ab67a89a0oe5DE02A4B

კიევში სამართალდამცავებმა არალეგალი მიგრანტები დააკავეს, რომლებიც ბაზარ „ტროეშჩინაში“ მუშაობდნენ. ამის შესახებ ეროვნული პოლიციის პრესსამსახური იტყობინება.

ოპერაციის დროს პოლიციამ საქართველოს, აზერბაიჯანის, უზბეკეთის და ტაჯიკეთის მოქალაქეები აიყვანა. პოლიციის ინფორმაციით, მათ „მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ უკრაინაში ყოფნისა და ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანზიტით გავლის წესები დაარღვიეს“.

როგორც ცნობილია, 50 არალეგალ მიგრანტს სამშობლოში იძულებით დააბრუნებენ, 36 პირს უკრაინაში ყოფნის ვადა შეეზღუდა, 10 ადამიანი კი, უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის განკუთვნილ ბანაკში გადაიყვანეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები