LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კინოთეატრ “ამირანთან” სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი დაშავდა (ვიდეო)

336
BeFunky-collage (5)

კინოთეატრ “ამირანთან” სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი დაშავდა. ანა სუბელიანი ტერიტორიიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გაიყვანეს.

როგორც აქტივისტი გიორგი თაბაგარი ფეისბუკზე წერს, ანა სუბელიანს ქვა ესროლეს თვალში.

https://www.facebook.com/rustavi2/videos/415586042468474/?v=415586042468474

ამირანში ლევან აკინის გეი დრამის, “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა მიმდინარეობს. გარეთ ნაციონალისტური ჯგუფები პოლიციას უპირისპირდებიან და შენობაში შესვლას ცდილობენ მის ჩასაშლელად.

დაძაბულია ვითარება კინოთეატრ “ამირანთან” – სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა კინოთეატრში შესვლა სცადეს, რა დროსაც გაისმა პიროტექნიკის ხმა. კინოთეატრ “ამირანთან” დაძაბული ვითარების პარალელურად, პანიკა იყო კინოთეატრის ფოიეში.

რაც შეეხება უშუალოდ კინოთეატრში არსებულ ვითარებას, იქაც სამართალდამცველები არიან მობილიზებული.ტერიტორიაზე გამოჩნდნენ ე.წ. რობოკოპებიც. აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიცილეებმა ტერიტორიიდან გაარიდეს.ადგილზე სპეცრაზმის თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც ხელკეტებითა და ფარებით არიან აღჭურვილები.

ამ დროისთვის აქციის რამდენიმე ასეული მონაწილეა შეკრებილი.პოლიცია მათ სიმშვიდისა და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს, თუმცა აქციის მონაწილეები ჯერჯერობით კინოთეატრთან რჩებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები