LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლასიკური გოზინაყი ექიმი და კულინარიული ბლოგერის, ნინო შარაშენიძისგან

13252
page
სულ მალე ჩვენს სამზარეულოებში თაფლისა და ნიგვზის არომატი დატრიალდება. 31 დეკემბერს კი სადღესასწაულო სუფრას საკულტო ქართულ გოზინაყი დაამშვენებს. განუმეორებელი ნუგბარის მომზადების ოქროს წესის ექიმმა ჰემატოლოგმა, ნინო შარაშენიძემ გაგვიზიარა, რომელიც არაჩვეულებრივი მზარეული და კულინარიული ბლოგერია.

ახლა გაგიზიარებთ იმ გოზინაყის რეცეპტს, რომელიც ჩემს ოჯახში კეთდებოდა, აკეთებდა ბებია, დედა და ახლა ვაკეთებ მე. ამისთვის გვჭირდება:

1 კგ. ნიგოზი, ნახევარი ლიტრიანი ქილით ხარისხიანი თაფლი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სამი ჩაის კოვზი შაქარი, რომლისაგანაც ვაკეთებთ შაქრის პუდრს.

მომზადების წესი: თაფლი ადუღებამდე უნდა მივიყვანოთ სწრაფი მორევით, სქელძირიან ჭურჭელში, შემდეგ მორევით უნდა გაცივდეს, ამ პროცედურას რამდენჯერმე ვაკეთებ ხოლმე. ამ დროისთვის უკვე მომზადებული მაქვს ნიგოზი, რომელსაც წინასწარ ვჭრი, შემდეგ ვამზადებ ღუმელს, ვაცხელებ 180 გრადუსამდე, ვდებ ნიგოზს, ის არ უნდა დაიწვას, უბრალოდ ვაცხელებ, რომ მარტივად მოშორდეს კანი.  კანგაცლილ ნიგოზს ბოლოჯერ ადუღებულ თაფლში ვყრი და ვურევ კარგად, ვამატებ სამ კოვზ შაქრის პუდრს. ამ მასას,  გადავიტან ხის დაფაზე, რომელსაც ვასველებთ ოდნავ, რათა არ მიიკრას და ვაბრტყელებ ხელით. მქონდა რამდენიმე მცდელობა, ეს მასა გადავიტანე ტყლაპზე, ასევე ვაფლზე და ძალიან გემრიელი გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g