LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კლავენ საკუთარ სახლებსა და ქუჩებში, სათამაშო მოედნებსა და სასაფლაოებზე“ – „ამნესტი ინტერნეშენალის“ განცხადებით, რუსეთმა ხარკოვში კასეტური ბომბები გამოიყენა

113
Untitled design (1)

ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International რუსეთს ხარკოვში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებსა და ასობით ადამიანის მკვლელობაში ადანაშაულებს. 

არასამთავრობო ორგანიზაციის 40-გვერდიან ანგარიშში აღნიშნულია, რომ Amnesty International-მა კასეტური საბრძოლო მასალისა და თავდასხმის სხვა საშუალებების გამოყენება დააფიქსირა. 

“ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა უკრაინის ქალაქ ხარკოვში რუსეთის მიერ აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით, განაცხადა დღეს Amnesty International-მა.

ხანგრძლივი გამოძიების დროს, Amnesty International-მა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ რუსულმა ძალებმა არაერთხელ გამოიყენეს 9N210/9N235 კასეტური ბომბები, ასევე ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები, რომლებიც აკრძალულია საერთაშორისო ხელშეკრულებით, მათი სავალალო ეფექტის გამო.

ადამიანებს კლავენ საკუთარ სახლებსა და ქუჩებში, სათამაშო მოედნებსა და სასაფლაოებზე, ჰუმანიტარული დახმარების რიგში დგომისას ან საკვებისა და მედიკამენტების შესყიდვისას.

საყოველთაოდ აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალის განმეორებითი გამოყენება შოკის მომგვრელია და კიდევ ერთხელ მიუთითებს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის უგულებელყოფაზე.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ საზარელ თავდასხმებზე, პასუხი უნდა აგონ თავიანთ ქმედებებზე, ხოლო დაზარალებულებმა და მათმა ოჯახებმა უნდა მიიღონ მატერიალური და მორალური კომპენსაცია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g