LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლდეზე დაკიდული სასტუმრო და ატრაქციები ბუნებაში – აჭარაში ახალი ტურისტული ადგილი იქმნება

891
75398229-2338016216509550-3193846112049954816-n-640x391

აჭარაში, ჭვანის ხეობაში ახალი ტურისტული მიზიდულობის ადგილი შეიქმნება, რომელიც ექსტრემალებისთვის კლდეზე დაკიდებულ სასტუმროს, საფესტივალო სივრცეს, ტურისტულ ბილიკებს, ბუნებაში გასართობ ატრაქციებს და სხვა ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს მოიცავს.

ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფცია, რომელიც  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მოამზადა, ჭვანაში ტურისტული ზონის განვითარების გეგმას მოიცავს. გეგმის მიხედვით, ძირითადი ტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან  წისქვილების სოფლამდე უნდა მოეწყოს.

მთიან აჭარას ახალი ტურისტული მიმართულება დაემატება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების გეგმაზე მუშაობა დაიწყო

ჩვენი მიზანია აჭარაში შევქმნათ ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი, სადაც რეგიონის სტუმრები წლის ნებისმიერ დროს იმოგზაურებენ. ამ მხრივ გამორჩეულია ჭვანის ხეობა თავისი მდიდარი ტურისტული ღირსშესანიშნაობებითა და ბუნებრივი რესურსებით, სადაც 2020 წლიდან ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება დაიწყება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პირველ რიგში შეიქმნას ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა ხაბელაშვილების ხიდიდან წისქვილების სოფლამდე, მეორეს მხრივ კი გარდამავალი ტურისტული მარშრუტები ჭვანის ხეობიდან სხვა მუნიციპალიტეტებში. შედეგად, ჭვანის ხეობა გახდება საინტერესო ტურისტული მიმართულება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეკოტურიზმი, კულტურული ტურიზმი და სათავგადასავლო ტურიზმის იზიდავს,“ – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები