LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლინიკაში ავადმყოფების რაოდენობა საკმაოდ შემცირებულია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაცილებით აჭარბებს ახალ შემთხვევებს და ეს კარგია: გია კიკაბიძე

120
BeFunky-collage (1)

ახალ ინფირებულთა რაოდენობა ბოლო 2 დღეა საქართველოში მკვეთრად შემცირებულია. ბოლო 24 საათში კორონავირუსის 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში 2 800-მდე ტესტი ჩატარდა. თბილისში 128 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო სხვა რეგიონებში ახალი შემთხვევების მაჩვენებელი ორნიშნაა.

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 128, აჭარაში 37, იმერეთში კი 71 გამოვლინდა

საქართველოში 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 469 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

რის საფუძველზე კლებულობს სტატსიტიკა – სპეციალისტების განმარტებით, ეს ერთი მხრივ მოქმედ რეგულაციებს, მეორე მხრივ კი წინასაახალწლო დღეებს უკავშირდება. თუმცა როგორც ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი გია კიკაბიძე აცხადებს, ის ფაქტი, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაცილებით აჭარბებს ახალი ინფიცირებულების რაოდენობას, პოზიტიურ მოლოდინს ქმნის.

“გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაცილებით აჭარბებს ახალ შემთხვევებს და ეს კარგია. გარდა ამისა, კლინიკაში ავადმყოფების რაოდენობა საკმაოდ შემცირებულია და ეს ძალიან კარგია. ვნახოთ, დღესასწაულების შემდეგ რა იქნება. შეიძლება ესეც იყოს გარკვეული ფაქტორი, ბევრი არ იტესტებოდეს, მაგრამ კლება მაინც გვაქვს”- აცხადებს გია კიკაბიძე.

მან კონკრეტულად აჭარაში არსებულ ეპიდსიტუაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დინამიკა რეგიონში კლებადია.

“გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 124 პაციენტი, ახალი შემთხვევა გვაქვს – 37. კლინიკიდან გაეწერა 13 გამოჯანმრთელებული პაციენტი.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაფიქსირდა გარდაცვალების ორი გარდაცვალება – 60 და 79 წლის მამაკაცები გარდაიცვალნენ გუშინ. მათი მდგომარეობა ფასდებოდა როგორც მძიმე, კრიტიკული, ისინი იმყოფებოდნენ რეანიმაციულ განყოფილებაში,”-განაცხადა გია კიკაბიძემ.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა

 

პოპულალურები