საქართველოში კორონავირუსის 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 469 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 229 169 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 220 442 გამოჯანმრთელდა, 2 603 კი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 2 795 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 1 868, PCR ტესტით – 927.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 386 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 209, ხოლო კოვიდსასტუმროში – 840.