საქართველოში კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 603 პირი ემსხვერპლა” – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოში 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 469 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა