ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა, რომ საავადმყოფოებში მოხვედრილი მოქალაქეების საკმაოდ დიდი ნაწილი აუცრელია. მისი თქმით, ამ ფაქტს შესაბამისი დაკვირვება მოწმობს.
“დავადგინეთ პროცენტული წილი ჰოსპიტალში მოხვედრილი იმ პაციენტებისა, რომლებიც უკვე იყვნენ ერთი ან ორი დოზით აცრილები.
ერთჯერადად აცრილებში, განურჩევლად ვაქცინისა, კლინიკაში მოხვედრილია 2,85%, ხოლო ორჯერადად აცრილებში – 2,13%. 95% იმ ადამიანებისა, რომლებიც კლინკაში არიან მოხვედრილნი, არცერთი დოზით და არცერთი ვაქცინით არ არიან აცრილნი.
ეს კიდევ ერთხელ უზვამს ხააზ, რამდენად ეფექტური იარაღია ვაქცინაცია” – განაცხადა მინისტრმა.