LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კო­რო­ნა­ვირუ­სის გადაცემა ღა­მუ­რე­ბი­დან ადა­მი­ან­ზე სხვა ცხო­ვე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით, ყვე­ლა­ზე სარ­წმუ­ნო სცე­ნა­რია: ჯანმოს ვერსიები

171
Untitled design (5)

“ეპიდემიის გავრცელების ყველაზე სარწმუნო სცენარი არის ვირუსის გადაცემა ღამურებიდან ადამიანებზე სხვა ცხოველების საშუალებით. ვირუსის გაჟონვა ლაბორატორიიდან კი არის ყველაზე ნაკლებ სავარაუდო თეორია.” – ეს იმ პირველადი კვლევის შედეგებია, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ჩინურმა მხარემ ერთობლივად ჩაატარა.

ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს და წერს, რომ დასკვნის ასლი მედიასაშუალებამ მოიპოვა.

როგორც გამოცემა წერს, ანგარიშის გამოქვეყნება არაერთხელ გადაიდო, რაც აჩენს კითხვებს და ეჭვს – ხომ არ ცდილობდა ჩინური მხარე დასკვნების დამალვას, რათა თავიდან აეცილებინა ბრალდება ვირუსის გავრცელებაში.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გასულ კვირას განაცხადა, კვლევის შედეგები უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.

AP-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში კი წერია, რომ უცნობია, შეიცვლება თუ არა აღნიშნული ვერსია მოხსენების გამოქვეყნებამდე.

მკვლევრებმა ოთხი სცენარი განიხილეს, თუ როგორ გავრცელდა SARS-CoV-2. ყველაზე სარწმუნო ვერსიად კვლავ შუამავალი ცხოველი რჩება, რომლის საშუალებითაც ვირუსი ადამიანზე ღამურებიდან გადავიდა. როგორც მეცნიერები ამბობენ, ღამურებიდან ადამიანებზე ვირუსის პირდაპირი გავრცელება ნაკლებ სავარაუდოა.

ანგარიში ჯანმოს საერთაშორისო ექსპერტთა გუნდის მიერ მომზადდა. მეცნიერები ვუჰანში ვიზიტით 14 იანვრიდან იმყოფებიან და  კოვიდ-19 პანდემიის წარმოშობას იკვლევენ.

ვუჰანის მისიის ხელმძღვანელმა, WHO- ს ექსპერტმა, პიტერ ბენ ემბარეკმა პარასკევს განაცხადა, რომ მოხსენება დასრულებულია და ფაქტების შემოწმება და თარგმნა მიმდინარეობს. მან იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს დღეებში მთელი ეს პროცესი დასრულდება და მკვლევრებს მისი გასაჯაროების შესაძლებლობა ექნებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები