LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე 27 ოქტომბერს დაგეგმილ შეკრებაზე: ძალიან ბევრ ქვეყანაში აპრობირებული პრაქტიკაა – პარტიის ორგანიზებულია ეს და არა ხელისუფლების

185
ირაკლი-კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინასაარჩევნოდ ადამიანების შეკრება ძალიან ბევრ ქვეყანაში აპრობირებული პრაქტიკაა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 27 ოქტომბერს დაგეგმილი შეკრება პარტიის ორგანიზებულია და არა ხელისუფლების.

ვისთვისაც მიუღებელია ძალადობა, უნდა მოვიდეს თავისუფლების მოედანზე – პრემიერი ამომრჩეველს 27 ოქტომბერს მობილიზებისკენ მოუწოდებს

„ეს არის საარჩევნო შეკრება და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ ქვეყანაში არის აპრობირებული პრაქტიკა, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, როდესაც წინასაარჩევნოდ ადამიანები იკრიბებიან იმისთვის, რომ ერთმანეთს გაუზიარონ მათ შორის ემოციები. ეს არის ძალიან მიღებული პრაქტიკა. პარტიის ორგანიზებულია ეს და არა ხელისუფლების“,- განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, მიჰყავთ თუ არა საჯარო მოხელეები აქციაზე იძულების წესით, კობახიძემ უპასუხა, რომ „არც საქართველოში და არც სხვა ევროპულ ქვეყნებში ასეთი რამ არ ხდება, არამედ ეს ქვეყანაში 2012 წლამდე ხდებოდა.”

„2012 წლამდე კრიმინალები ხშირად იკრიბებოდნენ ხოლმე, ახლაც იკრიბებიან მიხეილ სააკაშვილს გარშემო, თუმცა, ამასაც დაესმება წერტილი 30 ოქტომბრის შემდეგ. სიცრუის გავრცელებას უნდა მოეშვათ.

ახლა ჩვენ ვართ ხაშურის მუნიციპალიტეტში, ქვიშხეთში, ეს სოფელი უკავშირდება დიმიტრი ყიფიანის სახელს, მახსოვს, რამდენიმე დღის წინ თქვენმა უფროსმა გვარამიამ, დიმიტრი ყიფიანი მიხეილ სააკაშვილს შეადარა და თქვა, რომ სააკაშვილი უფრო მნიშვნელოვანი მოღვაწე იყო საქართველოსთვის. აი, სად ხართ, აქედან ძალიან კარგად ჩანს. ეს არის თქვენი რეალური ლიდერების სახე, სააკაშვილის და გვარამიას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს, “ქართული ოცნება” თავისუფლების მოედანზე პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებას გამართავს

ამავე თემაზე:

კობახიძე: კრიმინალების აქცია პრაქტიკულად ყოველდღიურად იმართება ციხეში ერთი კაცის, მიხეილ სააკაშვილის და გარეთ მისი მხარდამჭერების მიერ

რამდენი კაციც ჰყავდათ შეკრებილი თავიანთ აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ ხალხი ჩამოვიყვანოთ: კობახიძე

პაპუაშვილი: ჩვენი აქცია ბევრად მასშტაბური იქნება, ვიდრე ოდესმე “ნაციონალური მოძრაობის” აქცია ყოფილა

კობახიძე: კრიმინალების აქცია პრაქტიკულად ყოველდღიურად იმართება ციხეში ერთი კაცის, მიხეილ სააკაშვილის და გარეთ მისი მხარდამჭერების მიერ

magti 5g