LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: არის გეგმა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ცისკარიშვილი უნდა გახდეს

68
georgian-speaker

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებით , არის გეგმა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ცისკარიშვილი უნდა გახდეს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ “რუსთავი2”-ის ეთერში განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მისი ინფორმაციით, “ცისკარიშვილი იყო ადამიანი, რომელიც კეზერაშვილის ერთ-ერთი ქოლცენტრის დირექტორი უკრაინაში”.

“მთლიანად არაჯანსაღია ის პროცესი, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობაში” ვითარდება. სინამდვილეში ვერ იყოფენ ერთმანეთში ფულს და შიდა ძალაუფლებას. კეზერაშვილის ფულზეა საუბარი. ახლა, ქართულ პოლიტიკაში ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი, სწორედ კეზერაშვილია, რომელიც ცდილობს ნაძარცვი ფულის დაბანდებას. მას ჰყავს თავისი ფავორიტები, მისი ფავორიტები არიან ხაბეიშვილი, მერაბიშვილი, ცისკარიშვილი და ა.შ. გეგმა არის ასეთი, რომელიც მომზადებაშიც ჩართული იყო თვითონ კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი, რომელსაც უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში და რის საშუალებასაც მელია არ აძლევდა.

არის გეგმა, რომ ცისკარიშვილი უნდა გახდეს პარტიის თავმჯდომარე. ცისკარიშვილი იყო ადამიანი, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, იყო კეზერაშვილის ერთ-ერთი ქოლცენტრის დირექტორი უკრაინაში. ასეთი ღირებულებების მქონე ადამიანებზეა საუბარი. თავის დროზე ქართველ ხალხს ძარცვავდნენ, მერე გააგრძელეს ევროპელების ძარცვა,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები