LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რომ თბილისში მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო

91
irakli kobaxidze

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით, 64 მუნიციპალიტეტიდან 44-ში, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები პირველივე ტურში მოიგო.

მისივე თქმით, განსაკუთრებით საწყენია, რომ დანარჩენ 20 მუნიციპალიტეტს შორის თბილისიცაა.

„ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რა თქმა უნდა, რომ მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდა თბილისშიც, თუმცა ბუნებრივია ეჭვი არავის გვეპარება, რომ კახა კალაძე საბოლოოდ მოიგებს ამ არჩევნებს – საზოგადოებას ვპირდებით, რომ ჩვენი ყველა მერობის კანდიდატი გაიმარჯვებს მეორე ტურში, -აცხადებს  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა 64-დან 44 საარჩევნო ოლქში მოიგეს და მეორე ტური, მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტში ჩატარდება.

„ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რა თქმა უნდა, რომ მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდა თბილისშიც, თუმცა ბუნებრივია ეჭვი არავის გვეპარება, რომ კახა კალაძე საბოლოოდ მოიგებს ამ არჩევნებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კახა კალაძეს ეყოლება მყარი უმრავლესობა თბილისის საკრებულოში მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

კერძოდ, ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოში სულ მცირე 29 წევრით იქნება წარმოდგენილი. „ქართული ოცნების“ გუშინდელი დამაჯერებელი გამარჯვება იყო საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობის გამარჯვება. ქართულმა საზოგადოებამ რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს გასცა საკადრისი პასუხი. საზოგადოებას ვპირდებით, რომ ჩვენი ყველა მერობის კანდიდატი გაიმარჯვებს მეორე ტურში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, თბილისის საკრებულოში, „ქართული ოცნება“, სულ მცირე, 29 წევრით იქნება წარდგენილი.

თბილისის საკრებულოში, უმრავლესობის მოპოვებას 26 წევრი სჭირდება.

შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თბილისში 769 უბნიდან მონაცემები დათვლილია 360 უბანზე (46.81%).

აღნიშნული მონაცემებით, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის პირველ ადგილზეა კახა კალაძე 45.28 პროცენტით (96 840 ხმა), 34.27 (73 294 ხმა)​ ​პროცენტი აქვს ნიკანორ მელიას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები