LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო ბაიდენი: დიახ, ასაკი პრობლემაა – მე ვარ ზრდასრული მამაკაცი, რომელიც 6 წლის ბიჭის წინააღმდეგ იყრის კენჭს

135
BeFunky-collage (75)

რა თქმა უნდა, 2024 წლის არჩევნები გაჩაღებულია და, დიახ, ასაკი პრობლემაა: მე ვარ ზრდასრული მამაკაცი, რომელიც 6 წლის ბიჭის წინააღმდეგ იყრის კენჭს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „რესპუბლიკელ“ მეტოქეზე, დონალდ ტრამპზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც „მძინარე დონი“ უწოდა.

„ასაკი ერთადერთი რამ არის რაც საერთო გვაქვს. ჩემი ვიცე-პრეზიდენტი, ფაქტობრივად, მიდასტურებს ამას“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა განსხვავებას მისი და დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიებს შორის, რომლის სასამართლო პროცესი, პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელის გასაჩუმებლად 130 000 აშშ დოლარის გადახდის საქმეზე, ნიუ-იორკში აპრილის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები