„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, IRI-სთვის კვლევებს საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანია აწარმოებს.
„ძალიან საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანია აწარმოებს IRI-სთვის შესაბამის კვლევით სამუშაოებს . ეს არის „აიპიემი“, რომელიც დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“. სამწუხაროდ, კონკრეტულ მონაცემებშიც გამოიხატება ჩვენი ეჭვებიც, მათ შორის, რომ შეხედოთ პერსონალურ რეიტინგებს, მართლმადიდებელი ეკლესიის რეიტინგს და ა.შ. ძალიან მარტივად იკვეთება, რომ გარკვეული მანიპულაციის ინტერესია. სამწუხაროდ კვლევაში ეს პირდაპირ იკვეთება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მას კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა ოპოზიციის განცხადებებს, რომ გაერთიანების შემთხვევაში, „ქართულ ოცნებაზე“ მეტ ხმას დააგროვებენ. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს მარტივი სოციოლოგიური მანიპულაციებია.
როგორ აფასებს ოპოზიცია IRI-ს კვლევას: „მტრის ხატი“ ჰყავთ დახატული „ნაციონალური მოძრაობის", სააკაშვილის, რომ ისინი არიან მხოლოდ ველზე, პოლარიზაცია მათ აწყობთ
„შემცირებულია „ქართული ოცნების“ რეიტინგი და კარგია, რომ ჯამში ოპოზიცია უგებს „ქართულ ოცნებას“ და მის სატელიტებს.“ - აცხადებს მანჯგალაძე.
„ეს მარტივი სოციოლოგიური მანიპულაციებია. რეალურად, „აიპიემი“ არასდროს აქვეყნებს ალოკაციით პარტიულ რეიტინგებს. ალოკაცია გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ სოციოლოგიურ კომპანიას შეუძლია, 100 პროცენტზე დააჯამოს ყველა პარტიის რეიტინგები. ამას არ აკეთებენ იმის გამო, რომ დატოვონ სივრცე სპეკულაციებისთვის იმის შესახებ, თითქოს ამომრჩევლის 40 პროცენტს არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული, რაც მთლიანად, ასე ვთქვათ, ოპოზიციისკენ შეიძლება, მიემართოს. ეს არის მარტივი სპეკულაციები და სწორედ ამისთვის ხდება შეგნებულად სივრცის დატოვება. სინამდვილეში, ამ მონაცემების ალოკაციის გაკეთება ძალიან მარტივად შეიძლება, რაც მარტივი სოციოლოგიური ამოცანაა. ამას არ აკეთებენ, რათა დატოვონ სივრცე სპეკულაციებისთვის, რასაც ძალიან აქტიურად იყენებს რადიკალური ოპოზიცია.
საბოლოო ჯამში, არჩევნებზე იდებოდა კონკრეტული შედეგები, რაც ადასტურებს, რომ ყოველი მეორე ჩვენი თანამოქალაქე მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და სწორედ ამ მხარდაჭერის წყალობით „ქართული ოცნება“ ყოველთვის ახერხებდა დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას, იქნებოდა ეს საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.
ყოველ ჯერზე, არჩევნების წინ იყო ასეთი სპეკულაციები, თუმცა ყოველთვის ისინი რჩებოდნენ გაწბილებული. სწორედ მათი მხარდამჭერები რჩებოდნენ გაწბილებული იმის გამო, რომ რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის საკუთარ ამომრჩეველს ატყუებდა, მათ შორის ამ კვლევების გამოყენებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.